„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის ატესტაციის ჩატარების წესის“ შესაბამისად, ცხადდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორები, ასოცირებული პროფესორები) ატესტაცია.
ატესტაციის მიზანია:
- აკადემიური სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება;
- აკადემიური პერსონალის მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის უზრუნველყოფა;
- შესრულებული აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის შეფასება;
- პროფესიული ზრდის, კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა.
ატესტაციას ექვემდებარება აკადემიური პერსონალი, რომელმაც აკადემიური თანამდებობა განუსაზღვრელი ვადით 2019 წელს დაიკავა.
აკადემიური პერსონალის ატესტაციის პროცესი წარიმართება სამ ეტაპად:
I ეტაპი – ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა მიერ ანკეტა-რეზიუმეების წარმოდგენა (21 ოქტომბერი – 01 ნოემბერი);
II ეტაპი – საატესტაციო კომისიის მიერ ანკეტა-რეზიუმეების შეფასება (11 ნოემბერი – 22 ნოემბერი);
III ეტაპი – ფაკულტეტების საბჭოების მიერ გადაწყვეტილების მიღება და ატესტაციის შედეგების გამოქვეყნება (26 ნოემბერი – 29 ნოემბერი).
ატესტაციას დაქვემდებარებულმა პირმა დადგენილ ვადებში საატესტაციო კომისიის სახელზე უნდა წარმოადგინოს შევსებული ანკეტა-რეზიუმე (იხ. მიმაგრებული ფაილი), მის მიერ ბოლო 5 წლის მანძილზე (თანამდებობის დაკავებიდან) განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
ატესტაციის პროცედურა, შეფასების კრიტერიუმები, შედეგების გასაჩივრების ვადები და სხვა პირობები იხილეთ დეტალურად „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის ატესტაციის ჩატარების წესში“.