აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) განათლების მეცნიერებების (ინგლისურენოვანი) სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა თათია რთველაძემ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის დოქტორანტთა საგრანტო კონკურსში უმაღლესი ქულებით გაიმარჯვა. ფონდში წარდგენილი 136 პროექტიდან თათია რთველაძის პროექტი დასაფინანსებელ 39 პროექტს შორის შეირჩა.
პროექტის სახელწოდება: ,,სტუდენტთა ჩართულობა კურიკულუმის შემუშავებაში საქართველოში და მისი ზეგავლენა ხარისხის უზრუნველყოფაზე”;
სამეცნიერო ხელმძღვანელი – პროფესორი პოლ გიბსი; პროექტის კონსულტანტი – EEU-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით სიხარულიძე;
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს თათიას და მის ხელმძღვანელებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს პროექტების განხორციელებაში!