

პროფესორ პოლ გიბსის მიღწევები, რომელიც უკავშირდება მისთვის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებას:
- პოლ გიბსი არის მრავალწლიანი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილებით მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილი მეცნიერი და სპეციალისტი განათლების ფილოსოფიის მიმართულებით. მისი მუშაობა ტრანსდისციპლინურ საგანმანათლებლო კვლევაზე მოიცავს კროს-კულტურული კვლევის ჯგუფს, რომელიც სწავლობს ბედნიერებას და ნდობას უმაღლეს განათლებაში. მისი მიდგომა დამყარებულია ჰაიდეგერის, დუნს სკოტუსის და დელიოზის ნაშრომებსა და ბასარაბ ნიკოლასკუს თეორიულ მსჯელობებზე.
- მისი ავტორობით გამოცემულია 20-ზე მეტი წიგნი სხვადასხვა საკითხებზე, არის 110-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, განათლების ძირითადი მოაზროვნეების შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემების SpringerBriefs-ის სერიის რედაქტორი, EEU-ში არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, სადოქტორო საზაფხულო სკოლების ორგანიზატორი;
- პოლ გიბსმა მიდლსექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) განათლების დეპარტამენტთან თანამშრომლობით შეიმუშავა და ხელმძღვანელობს განათლების მეცნიერებების ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამას, არის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში არის სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი.
- პოლ გიბსი არის მიდელსექსის უნივერსიტეტის ემერიტუსსი პროფესორი და განათლების კვლევებისა და სტიპენდიების ცენტრის დამაარსებელი, სიდნეის უნივერსიტეტის (UTS ) და კემბრიჯის უნივერსიტეტის (UK) მოწვეული პროფესორი, კვლევითი ინსტიტუტის ATLAS R&B-ის (TEXAS, USA) და New College Oxford-ის უმაღლესი განათლების პოლიტიკის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.
ღონისძიების პროგრამა და განრიგი
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და სორბონის უნივერსიტეტის სპეციალური გამოცემა, რომელიც ციტირებს მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში და გამოიცა პროფესორ პოლ გიბსის ხელმძღვანელობით.
ჟურნალის რედაქტორი: პროფესორი ლუიზ დელინგვოთერ (სორბონის უნივერსიტეტი & EEU)
სარედაქციო კოლეგიის წევრები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან: პროფესორი პოლ გიბსი (მიდლსექსის უნივერსიტეტი & EEU); პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი, პროფესორი დავით სიხარულიძე, ნათია გეგელაშვილი
ღონისძიების II ნაწილი – პროფესორ პოლ გიბსის საინაუგურაციო ლექცია, 16:00-18:00 სთ, 401 საკონფერენციო დარბაზი
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი: პროფესორ პოლ გიბსისთვის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონია
სამუშაო ენა: ინგლისური, ქართული
სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები.
განხორციელების განრიგი: 10.04.2025, 14:00-16:00 საათი
ხანგრძლივობა: 4 საათი
ფორმატი და ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (ნაწილი 1 – EEU ბიბლიოთეკა, ნაწილი 2 – საკონფერენციო დარბაზი 401)