ღია კარის დღე 2025-ის ფარგლებში, 26 აპრილს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა EEU-ს პროფესორისა და არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, მერაბ ბოლქვაძის საჯარო ლექცია და ვორქშოპი “კლაუზურა”.
ღონისძიება გახსნა EEU-ს ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვასილ კიკუტაძემ. მან მოსწავლეებს გააცნო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამები, საუნივერსიტეტო სტიპენდიები და სწავლის დაფინანსების მრავალფეროვანი პირობები, სტუდენტური მხარდამჭერი სერვისები და უპირატესობები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ EEU-ს არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ბელა თინიკაშვილი; არქიტექტორ-დიზაინერი, ასოცირებული პროფესორი მზია ხაჭაპურიძე და არქიტექტორი, მოწვეული პროფესორი ბესარიონ ტატიშვილი.
ღია კარის დღის მეორე ეტაპზე სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ ,,კლაუზურას“ შექმნის მასტერკლასს, სადაც EEU-ს არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად აქტიურად ჩაერთვნენ სამუშაო პროცესში.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კამპუსი, ასევე სტუდენტებმა მოსწავლეებს წარუდგინეს საკუთარი ნამუშევრები, რომლებიც EEU-ს არქიტექტურის კვლევით ბიუროშია გამოფენილი.
EEU-ში გრძელდება საინტერესო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლი.
განრიგი იხილეთ ბმულზე.
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.