flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2025 წლის 24-26 ივნისს, ევროპული უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში (EHEW), ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ,,განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი.“

კონფერენციის მიზანია განათლების, როგორც პიროვნული და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალის განხილვა და ამ სფეროში უნივერსიტეტების როლის პრიორიტიზება,  კეთილდღეობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და  გადაჭრის გზების ძიება;

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავს ისეთი პლატფორმის შექმნას, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა დარგის ექსპერტები, მკვლევრები, პედაგოგები, პოლიტიკის შემქმნელები და სხვა დაინტერესებული მხარეები შეძლებენ განიხილონ თუ როგორ შეიძლება განათლების სისტემის გაუმჯობესება და მისი გარდაქმნა კეთილდღეობის ეფექტურ კატალიზატორად. კონფერენცია ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკის განხილვას და თანამშრომლობითი ინიციატივების წახალისებას.

კონფერენცია ფარავს შემდეგ მიმართულებებს: განათლება, სოციალური მეცნიერებები, ეკონომიკა, სამართალი, ციფრული ტრანსფორმაცია, უნივერსიტეტის დანიშნულება და მისია, განათლების ხარისხი, ჯანდაცვა;

საუკეთესო სტატიები გამოქვეყნდება მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში.

ევროპული უმაღლესი განათლების კვირეულთან დაკავშირებული ღონისძიება წარიმართება სამ ეტაპად:

  • პირველი დღე – მიღების ღონისძიება და კონფერენციის გახსნა
  • მეორე დღე  – კონფერენცია ,,განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი”
  • მესამე დღე  – კონფერენციის დახურვა – კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების განხილვის შედეგები და  რეკომენდაციები; ტური თბილისში და საზეიმო გალა ვახშამი;

კონფერენციის ფორმატი: პირისპირ

კონფერენცია მოიცავს პლენარულ და პარალელურ თემატურ სესიებს წამყვანი ექსპერტების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდის დისკუსიებს, სამუშაო ჯგუფებს პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავებისთვის, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების სესიებს, ნეთვორქინგის შესაძლებლობებს

ვის შეუძლია მონაწილეობა:

  • მკვლევრები და აკადემიკოსები
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები
  • პოლიტიკის შემქმნელები
  • ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ განათლების სფეროში
  • სადოქტორო საფეხურის სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევარები
  • სხვა დაინტერესებული  პირები

კონფერენციის მთავარი მომხსენებლები და მონაწილეები: 

კონფერენციის მთავარი მომხსენებლები არიან სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი) პროფესორი ლუიზ დელინგუოთერ და ალიკანტეს უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორი მანუელ ლილო-კრესპო. ასევე, ევროპისა (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, ავსტრია, პოლონეთი, რუმინეთი) და აშშ წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

სამუშაო ენა: ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის საფასური: 100 ევრო (EUA-ს წევრებისთვის, მათ შორის EEU-სთვის – 50 ევრო)

კონფერენციის განხორციელების ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო, თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 – აშშ-ს საელჩოს მიმდებარედ)

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია
მნიშვნელოვანი თარიღები
კონფერენციის ვებგვერდი
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ,,განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი” მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება, რეგისტრაციის საფასურის გადახა და ინგლისურ ენაზე შესრულებული აბსტრაქტისა ერთად მოკლე ბიოს ატვირთვა შემდეგ სარეგისტრაციო ბმულზე: https://www.surveymonkey.com/r/3RT8W6Z 

აბსტრაქტის (Abstract) წარდგენისთვის საჭირო ზოგადი მოთხოვნები:

  • A4 ფორმატი, PDF
  • მოცულობა: 150-300 სიტყვამდე
  • შრიფტი: Times New Roman
  • ტექსტის ზომა: 12
  • ინტერვალი: 1,5
  • გაფართოებული აბსტრაქტის დასაწყისში მიუთითეთ შემდეგ ინფორმაცია:
    აბსტრაქტის ავტორის სახელი და გვარი, ინსტიტუცია, პოზიცია
  • აბსტრაქტი უნდა მოიცავდეს მოკლე ბიოს (მოცულობა დაახლოებით 120-150 სიტყვა)
  • აბსტრაქტი უნდა შეესაბამებოდეს APA სტილის მოთხოვნებს.

მნიშვნელოვანი თარიღები
  • რეგისტრაციის გავლა და გაფართოებული აბსტრაქტის წარმოდგენის ბოლო ვადა – 4 ივნისი, 2025
  • კონფერენციაში მონაწილეობის საფასურის გადახდის ბოლო ვადა – 4 ივნისი, 2025
  • შერჩეული აბსტრაქტების ავტორებისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დადასტურება – 5 ივნისი, 2025
  • აბსტრაქტების კრებულის გამოცემა – 24 ივნისი, 2025
  • სტატიის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებისთვის წარდგენის ბოლო ვადა – 30 ივნისი, 2025
  • კონფერენციის განხორციელების თარიღი – 24-26 ივნისი, 2025
კონფერენციის ვებგვერდი

დეტალური ინფორმაცია იხილეთ კონფერენციის ვებგვერდზე: https://eeu.edu.ge/ehew-2025-tbilisi/?lang=en

ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქუჩა 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი)
032 2 48 01 41
EHEW@eeu.edu.ge

ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, ISPC 2025: ,,ციფრული მენეჯმენტი სწრაფად ცვალებადი სამყაროსთვის“

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University