აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები 2025 წლის 5-9 მაისს ვიზიტით იმყოფებოდნენ იტალიაში, ტუშას უნივერსიტეტში, სადაც ERASMUS+ გაცვლითი პროგრამით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სწავლობენ.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაციას საერთაშორისო კვირეულში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში წარმოადგენდნენ EEU-ს ასოცირებული პროფესორები – ზურაბ აზნაურაშვილი, სოფო ჩქოფოია, დავით წულაია.
კვირეულის ფარგლებში ტუშას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, სადაც შეთავაზებულ იქნა სამომავლო თანამშრომლობა. EEU-ს წარმომადგენლებთან განიხილეს აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. კვირეული ითვალისწინებდა კონფერენციას – „ქალები უძღვებიან თავიანთ საქმიანობას: ქალები, პატივისცემა, თანასწორობა”, რომლის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ხედვები.
ვიზიტის ფარგლებში ტუშას უნივერსიტეტის პროფესორებმა და ექსპერტებმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პერსონალს უმასპინძლა კრიმინოლოგიის ლაბორატორიაში, სადაც გააცნეს ის სიახლეები, რასაც იყენებენ სასწავლო პროცესში. ასევე, EEU-ს დელეგაციის წევრები შეხვდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, რომლებიც Erasmus+ მობილობის ფარგლებში სწავლობენ ტუშას უნივერსიტეტში. პირადად გაეცნენ ტუშას უნივერსიტეტში სტუდენტების სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, მათი აკადემიური თუ სოციალური ინტეგრაციის პროცესებს.