სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ფორმატი:
- ტესტირება ინგლისურ ენაში და წერითი გამოცდა სპეციალობაში (სამართალი და საჯარო მმართველობა) – დისტანციურ ფორმატში;
- ზეპირი გამოცდა სპეციალობაში (განათლების კვლევები და ადმინისტრირება, ადამიანური რესურსების მართვა, ციფრული მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსებში) – რეგისტრაციისას შეგიძლიათ აირჩიოს გამოცდების ფორმატი (დისტანციურად ან პირისპირ); გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის დროს მითითებული ფორმატი აღარ შეიცვლება;
- ურბანული დაგეგმარების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატებისთვის – კლაუზურა – ესკიზური პროექტის შექმნა მოცემულ თემაზე (საპროექტო თემა არაა წინასწარ ცნობილი), რომელიც მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს გრაფიკულად ფაკულტეტის მიერ გაცემულ A-2 ზომის ფორმატზე. ესკიზური პროექტი ხელით სრულდება, მაგისტრანტობის კანდიდატი თავისუფალია ნებისმიერი გრაფიკული საშუალების და ტექნიკის არჩევანში (ფერადი ფანქარი, გუაში, აკვარელი და სხვა), პირისპირ ფორმატში, გამოცდის ხანგრძლივობა: 4 საათი
- დისტანციურ ფორმატის შემთხვევებში გამოცდა ჩატარდება ელექტრონული პლატფორმა MS Teams-ის გამოყენებით. რეგისტრაციის დროს თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე და ტელეფონის ნომერზე მიიღებთ გამოცდის ინდივიდუალურ განრიგს, გამოცდაზე შემოსვლის ბმულს; ონლაინ შეხვედრაზე შემოსვლის შემდეგ კი წერითი გამოცდის შემთხვევაში დამკვირვებლისგან ელ-ფოსტაზე გამოგეგზავნებათ ტესტი, ხოლო ზეპირი გამოცდის შემთხვევაში გაესაუბრებით კომისიას.
სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების განრიგი:
- ტესტირება ინგლისურ ენაში – პირველი ნაკადი: 5 სექტემბერი, 14:00 სთ; მეორე ნაკადი: 5 სექტემბერი, 18:00 საათი (თუ რომელ ნაკადში დაწერთ ინგლისური ენის ტესტს, ირჩევთ რეგისტრაციის დროს/დოკუმენტების წარმოდგენის ეტაპზე)
- გამოცდა სპეციალობაში:
ა) სამართლისა და საჯარო მმართველობის პროგრამებზე სწავლის გაგრძელების კანდიდატებისთვის სპეციალობაში ტესტირება: 8 სექტემბერი;
ბ) განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების პროგრამაზე გასაუბრება – 9-10 სექტემბერი (გასაუბრების ინდივიდუალური განრიგი გამოქვეყნდება ვებგვერდზე და გამოგეგზავნებათ შეტყობინების სახით)
გ) ადამიანური რესურსების მართვა, ციფრული მენეჯმენტი, ურბანული დაგეგმარება, ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსებში – 8-10 სექტემბერი (სპეციალობაში გამოცდის ინდივიდუალური განრიგი გამოქვეყნდება ვებგვერდზე და გამოგეგზავნებათ შეტყობინების სახით)
ტესტის ნიმუშები და საკითხები:
- ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები;
- ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები მხოლოდ ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამისთვის
- სპეციალობაში გამოცდის/გასაუბრების საკითხები
გისურვებთ წარმატებებს!


