2025 წლის 21 ივნისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის Neurozeal-ის ორგანიზებით და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით კონფერენცია Brain and Beyond’25 თემაზე – “Cognition Under Pressure” გაიმართა.
კონფერენცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ელენე ზურაბიშვილმა გახსნა. მონაწილეებს ასევე კლუბის პრეზიდენტმა, დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის მე-7 სემესტრის სტუდენტმა, იაშაშრი ჯადჰავმა და მოწვეულმა მთავარმა მომხსენებლებმა გიორგი წიკლაურმა (ფსიქოლოგი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფსორი), ვანდა ჭანტურიძემ (სასამართლო ფსიქიატრი, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) და ქეთევან კიკნაძემ (NVU კეთილდღეობის ცენტრი).
კონფერენცია მოიცავდა პრეზენტაციებს სტრესისა და კოგნიტური ფუნქციების შესახებ, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს კვლევები გადაწყვეტილების მიღებაზე, მეხსიერებაზე და ნეიროფსიქოლოგიაზე, პოსტერულ სესიებს, რომლებიც შეეხებოდა გადაწყვეტილების გაზიარებას ონკოლოგიურ დიაგნოსტიკაში, სტრესის ბიომარკერებსა და “Second Victim Syndrome”-ის გავლენას, ინტერაქტიულ სესიებს – კოგნიტური მიკერძოების ამოცნობის პრაქტიკულ აქტივობებსა და მდგრადობის ტრენინგს, რომელიც მონაწილეებს სტრესის მართვის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს სთავაზობდა და პანელურ დისკუსიას თემაზე ციფრული ეპოქის დილემა: ეკრანის დრო, სტრესი და ტვინის ჯანმრთელობა.
ღონისძიება შეჯამებითა და მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.
კონფერენციამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სტუდენტების სამეცნიერო ჩართულობას, ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას და მომავალი პროფესიონალების განვითარების ხელშეწყობას.