შალვა სხირტლაძე (ასისტენტ-პროფესორი)
მიმართულება: მედიცინა, სპეციალობა – ოფთალმოლოგია
შალვა სხირტლაძე 2015 წლიდან მოღვაწეობს თვალის კლინიკა „ახალ მზერაში“, ხოლო 2021 წლიდან იკავებს ამ კლინიკის ვიტრეორეტინალური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას. მას მიღებული აქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სერტიფიკატი ოფთალმოლოგიის მიმართულებით. 2021 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.
შალვა სხირტლაძე აქტიურად მონაწილეობს პროფესიული განვითარების საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებში. გავლილი აქვს ქირურგიული და თერაპიული ბადურას მკურნალობის კვალიფიკაციის ამაღლების კურსი ინდოეთში, Narayana Nethralaya Eye Institute-ში, ასევე კატარაქტის ქირურგიის, კერძოდ ფაკოემულსიფიკაციისა და ტუნელური კატარაქტის კვალიფიკაციის ამაღლების კურსი ინდოეთის ტამილ ნადუს შტატში, Arasan Eye Hospital-ში.