აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სტუდენტური კლუბების “Neurozeal” და „სპორტისა და კულტურის საზოგადოების“ კოლაბორაციითა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 2026 წლის 23 იანვარს, საგანმანათლებლო-სახალისო აკადემიური შეჯიბრი: ,,სპორტული ტრავმების შეფასება და მართვა” გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო ნეირო-ძვალ-კუნთოვანი სისტემების ირგვლივ სტუდენტების კლინიკური აზროვნების, დიაგნოსტიკური და გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სპორტთან დაკავშირებულ ტრავმებს, განსაკუთრებით თავის ტვინისა და ძვალ-კუნთ-სახსროვანი სისტემის დაზიანებებს, რომელიც ხშირია სპორტსმენებში. ასევე, ამ ტრავმების ადრეულ ამოცნობას, ზუსტ დიაგნოსტიკას და დროულ მართვას, რაც გადამწყვეტია გრძელვადიანი გართულებების პრევენციისთვის.
სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქტიულ მრავალ რაუნდიან ქვიზ-გამოწვევაში, რომელიც მოიცავდა ნეირო-ძვალ-კუნთოვანი მიმართულებას, პათოფიზიოლოგიას და კლინიკურ-დიაგნოსტიკურ მეცნიერებებს. ღონისძიების ფარგლებში, მათ ასევე საშუალება ჰქონდათ შეესრულებინათ ინტეგრირებული ვიზუალური სავარჯიშო, სადაც ახდენდნენ ანატომიური სტრუქტურების პრაქტიკულ იდენტიფიკაციას, გამოსახულებებზე დაფუძნებული სწრაფ დიაგნოსტიკას (CT, MRI, რენტგენოგრაფია) და კლინიკური ნიშნების ამოცნობას.
სესიას თან ახლდა სტუდენტების მიერ ხელით შესრულებული, სპორტთან დაკავშირებული ტრავმების ამსახველი, ხელოვნების ნიმუშების გამოფენა.
ღონისძიების ბოლოს შეჯიბრში მონაწილე მომხსენებლებს სერტიფიკატები გადაეცათ.
































