აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტი 2026 წლის 26 თებერვალს მართავს სტუდენტურ სამეცნიერო ვორქშოპს – მედიცინის ციფრული ტრანსფორმაცია: როგორ ცვლის ინოვაციები და ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის მომავალს.
ვორქშოპის მიზანია სტუდენტებისთვის ისეთი პლატფორმის შექმნა, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელონ, განიხილონ, კრიტიკულად გააანალიზონ, განივითარონ კვლევითი უნარები და წარმოადგინონ საკუთარი მიგნებები, თუ როგორ ცვლის ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო განათლებას, კლინიკურ პრაქტიკას, დიაგნოსტიკას, პაციენტზე ზრუნვასა და ჯანდაცვის სისტემებს მსოფლიო მასშტაბით.


