რუმინეთის მთავრობა აცხადებს 2026-2027 აკადემიური წლის სტიპენდიას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ რუმინეთის ავტორიზებული უმაღლესი განათლების დაწესებულებებში საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებზე.
განცხადებები მიიღება ონლაინ 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით.
საკონკურსო შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 15 ივლისს.
დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://scholarships.studyinromania.gov.ro/


