სტუდფესტი 2026 იწყება! საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, თბილისის მერიისა და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, მიმდინარე წელს მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდფესტი 2026” გაიმართება.
ახალგაზრდული ფესტივალის მიზანია შექმნას ახალგაზრდებისთვის პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების პიროვნულ განვითარებას, თანამშრომლობის გაძლიერებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გუნდური მუშაობის წახალისებასა და მოხალისეობრივი ინიციატივების განხორციელებას.
სტუდენტური ახალგაზრდული ფესტივალი აერთიანებს სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო, ინტერმედიის და მოხალისეობრივ მიმართულებებს.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს ელით:
- უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები;
- კულტურული და შემოქმედებითი აქტივობები;
- საგანმანათლებლო და ინტელექტუალური კონკურსები;
- მოხალისეობრივი პროექტები;
- ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და განვითარება.


