სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, 2026 წლის მაისი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში გაიმართება სტუდენტური მოხალისეობის ფესტივალი, რომლის მიზანია ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის გაძლიერება და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.
ფესტივალი აერთიანებს საქართველოს მასშტაბით უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს, რომლებიც 5-კაციანი გუნდების ფორმატში წარადგენენ საკუთარ ინიციატივებს სოციალური, გარემოსდაცვითი, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებებით.
ფესტივალი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თავად დაგეგმონ და განახორციელონ ინიციატივები სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო პროცესში განივითარონ ლიდერული, კომუნიკაციური და გუნდური უნარები.


