აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) სკოლის მოსწავლეებისთვის იწყებს საინტერესო და ინტერაქციული შეხვედრების სერიას საუნივერსიტეტო სივრცეში.
EEU ღია კარის დღეების ფარგლებში გელოდებათ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები:
- 8 მაისი, 31 მაისი 16:00 საათი – EEU პროფორიენტაციის დღე 2026 (შეხვედრა EEU-ს საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელებთან და პროფესორებთან, ტური EEU-ს ახალ კამპუსში, კვლევითი ცენტრების ახალი ტექნოლოგიების პრეზენტაცია, იმიტირებული სასამართლო პროცესი, არქიტექტურული პროექტების გამოფენა, ქვიზი პროფ. ორიენტაციაზე);
- 16 მაისი, 13:00 საათი – ესეების კონკურსი;
- 17 მაისი, 13:00 საათი – ქვიზ-შოუ;
- 20 მაისი, 16:00 საათი – ონლაინ ღია კარის დღე;
- 23 მაისი, 13:00 საათი – ჰაკათონი/იდეათონი;
- 24 მაისი, 13:00 საათი – სახალისო საგანმანათლებლო თამაშების ლიგა – სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი;
- 30 მაისი და 6 ივნისი – იმიტირებული Naec გამოცდა;
- 7 ივნისი – მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია;
- 13 ივნისი – ტურნირი ჭადრაკში;
- 14 ივნისი – მინი ფეხბურთის ჩემპიონატი მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის (EEU Campus Football Challenge) ;
- 20 ივნისი – EEU-CAFÉ კულინარიული დუელი;
- VIP Experience Day (შეხვედრა EEU-ს რექტორთან);
- აბიტურიენტის საათი – ინდივიდუალურ დროს დაჯავშნეთ ტური EEU-ში;
- Shadowing პროგრამა – დაესწარით ლექციებსა და ჩაერთეთ საუნივერსიტეტო აქტივობებში სტუდენტებთან ერთად.
პროექტის ბოლოს, 20 ივნისს გაიმართება ღია კარის დღეების შემაჯამებელი აქტივობა ,,EEU აუქციონი’’, სადაც თითოეულ აქტივობაში ჩართულობით მოპოვებული ბონუს ქულებით შეიძენთ საგანმანათლებლო თუ გასართობი დანიშნულების ნივთებს (სასწავლო ვაუჩერები, აბონემენტები – კინო, თეატრი, საცურაო აუზის, გამაჯანსაღებელი კომპლექსი; ფოტო-აპარატი, Smart Watch; აქსესუარები და ა.შ.) 📚🖊💼
გელოდებით, დიდი ინტერესითა და მოტივაციით უნივერსიტეტის კამპუსში, მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ).
ინტერაქციული შეხვედრები დაფინანსებულია და მონაწილეობის მიღება უფასოა.
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/F1fjbgXgUKMaFzwy5


