საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მე-13 (ივლისის) ნომრისთვის.
ჟურნალი „სამართლის მაცნე“ წარმოადგენს „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ პერიოდულ გამოცემას. მას მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი (ISSN: 2667-9434) და DOI-ის უნიკალური კოდი (10.52340/26679434), რაც უზრუნველყოფს გამოქვეყნებული ნაშრომების იდენტიფიცირებასა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მათ ინტეგრაციას.
ჟურნალი ინდექსირებულია 21 საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში და წარმოდგენილია როგორც გლობალურ აკადემიურ პლატფორმებზე, ასევე ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების საბიბლიოთეკო რესურსებში, რაც ზრდის გამოქვეყნებული სტატიების ხილვადობასა და ციტირებადობას.
გამოცემა ქვეყნდება ელექტრონული ფორმატით და ხელმისაწვდომია ჟურნალის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.heraldoflaw.com. ჟურნალი არის ღია წვდომის, შესაბამისად, გამოქვეყნებული სტატიების სრული ტექსტები თავისუფლად ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
ჟურნალში სტატიების გამოქვეყნება უფასოა. მიღებულია ნაშრომები ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე (ინგლისურენოვან აბსტრაქტთან ერთად).
სტატიების წარმოდგენის საბოლოო ვადა: 2026 წლის 1 მაისი.
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე


