უნივერსიტეტის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ვიცე-რექტორი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების და სამართლებრივი უზრუნველყოფის მიმართულებით, პროფესორი ზვიად როგავა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ზუხრა მაცაბერიძე და აკადემიური პერსონალი.
კონფერენციის მთავარი თემას წარმოადგენდა „ხელოვნური ინტელექტი და იურიდიული განათლება“, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა სამართლის სწავლებისა და პრაქტიკის ტრანსფორმაცია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.
კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ე.წ. „Collaboration Hub“-ს, რომელიც მიზნად ისახავდა უნივერსიტეტებს შორის კვლევითი თანამშრომლობის, Erasmus+ პროგრამების და ერთობლივი აკადემიური ინიციატივების განვითარებას.
ვიზიტის ფარგლებში, EEU-ს წარმომადგენლებმა გამართეს სამუშაო შეხვედრები როგორც არსებულ პარტნიორ უნივერსიტეტებთან, ასევე ახალ, პოტენციურ პარტნიორებთან, რაც საფუძველს ქმნის სამომავლო თანამშრომლობის გაფართოებისთვის. შეხვედრების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განვითარებას, ასევე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის შესაძლებლობების გაფართოებას.
აღნიშნულ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აქტიურ ჩართულობას გლობალურ აკადემიურ სივრცეში და მის სტრატეგიულ ორიენტაციას ინოვაციური, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული იურიდიული განათლების განვითარებაზე საქართველოში.









