თუ ხარ სკოლის მოსწავლე და არ გაქვს მიღებული გადაწყვეტილება მომავალი პროფესიის შესახებ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) 9 მაისს, 13:00 საათზე გიწვევს პროფორიენტაციის დღეზე.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) საგანმანათლებლო პროგრამებს აკრედიტაციის, სერტიფიცირებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა სააგენტომ (ACQUIN) საერთაშორისო აკრედიტაცია მიანიჭა, რაც ადასტურებს მათ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას.
სხვადასხვა პროფესიები და შრომის ბაზრის მოთხოვნები, სწავლების ინოვაციური ტექნოლოგიები და გაცვლითი პროგრამები, საუნივერსიტეტო სტუდენტური მხარდამჭერი სერვისები სხვადასხვა პროფესიაში დახელოვნებისთვის – მიიღე პასუხები შენთვის საინტერესო კითხვებზე.


