EEU-ს საბაკალავრო პროგრამების, პროფესიის არჩევის სირთულეებისა და მასზე მოქმედი ფაქტორების, პროფესიის სწორად არჩევის ეტაპებისა და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესახებ მოსწავლეებს ესაუბრნენ პროგრამების ხელმძღვანელები და აკადემიური პერსონალი.
ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის EEU-ს ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების კვლევითი ცენტრის ქცევისა და ნეირომარკეტინგის შემსწავლელი თანამედროვე ტექნოლოგიების (თვალის მოძრაობის დეტექტორი, პოლიგრაფი) პრეზენტაცია და სიმულაცია გაიმართა. ნეირომარკეტინგის მასტერკლასის ფარგლებში ცენტრის მკვლევარმა, ლაშა ჩანთაძემ განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა თანამედროვე ნეირომეცნიერება, ნეირომარკეტინგის საჭიროება ციფრულ სამყაროში, ნეირომარკეტინგის საზომი ინსტრუმენტები და კვლევის პროცედურა.
მოსწავლეების მონაწილეობით, აგრეთვე, ჩატარდა სიმულაციური ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში მათ თავად მოირგეს მოწყობილობა Eye Tracker და რეალურ დროში დააკვირდნენ ნეირომარკეტინგული კვლევის პროცესს.
ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ სასამართლო პროცესშიც, რომელსაც ხელმძღვანელობდა EEU-ს ასისტენტ-პროფესორი, მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი.
მოსწავლეების მონაწილეობით ასევე მოეწყო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კამპუსის ტური. მათ დაათვალიერეს არქიტექტურის კვლევითი ბიურო, სადაც სტუდენტებმა საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს და საქმიანობა გააცნეს.
სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა სახალისო ქვიზიც. გამარჯვებულებს გადაეცათ დამატებითი ბონუს ქულები EEU აუქციონისთვის.
ღონისძიება საზეიმო გარემოში დასრულდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კამპუსის ღია სივრცეში.
EEU-ში გრძელდება საინტერესო, ინტელექტუალურ–შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლი.
16 მაისს, 13:00 საათზე გელით შემდეგ აქტივობაზე: სამაგიდო თამაშების ჩემპიონატზე “შენი სვლაა”
განრიგი იხილეთ ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/eeuopendays2026/
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/F1fjbgXgUKMaFzwy5







































