2026 წლის 8 მაისს კომპანია სპექტრუმის ორგანიზებით, Hilton Tbilisi-ში ეროვნული სტუდენტური არქიტექტურული კონკურსი გაიმართა. კონკურსში მონაწილეობდნენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების არქიტექტურის პროგრამის III და IV კურსის სტუდენტები.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან კონკურსში მონაწილეობა მიიღო ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტმა თეკლა ჯაფარიძემ.
კონკურსის დასრულების შემდეგ ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა. გამარჯვებულებს შორის EEU-ს სტუდენტი თეკლა ჯაფარიძე მოხვდა, რომელიც სრული დაფინანსებით გაემგზავრება ვენაში შემეცნებითი ტურით.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის გუნდის სახელით ვულოცავთ თეკლა ჯაფარიძეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მადლობას ვუხდით კონკურსის ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს გაწეული შრომისა და სტუდენტური მხარდაჭერისთვის.








