2026 წლის 27 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება სტუდენტური სპორტული ღონისძიება – „საქართველოს უნივერსიადა 2026“.
ღონისძიების მიზანია სტუდენტებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და უნივერსიტეტებს შორის მეგობრული გარემოს შექმნა.
უნივერსიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდებს შემდეგ სპორტულ სახეობებში:
- პადელი;
- ბოულინგი;
- ბილიარდი;
- მაგიდის ჩოგბურთი;
- ფეინთბოლი;
- სასტენდო სროლა;
- კიბერ სპორტი;
- ძიუდო;
- ჭადრაკი.
გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები!
დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით EEU-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს.


