აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა (EEU) IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური გუნდური თამაში „QUIZ SHOW – რა? სად? როდის?“ გამართა.
ღონისძიებამ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები გააერთიანა და მათ შესაძლებლობა მისცა კონკურენტულ, თუმცა მეგობრულ გარემოში გამოევლინათ ზოგადი ცოდნა, ლოგიკური აზროვნება, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარები.
თამაში 30 შეკითხვისა და ვიზუალური რაუნდებისგან შედგებოდა და მონაწილეებს მრავალფეროვან თემებზე საკუთარი ცოდნისა და ანალიტიკური შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება მისცა.
შეჯიბრების დასრულების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც პრიზებით დაჯილდოვდნენ.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებულებს მიღწეულ წარმატებას და მადლობას უხდის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის. უნივერსიტეტი მომავალშიც განაგრძობს ისეთი საგანმანათლებლო და ინტელექტუალური პროექტების განხორციელებას, რომლებიც ახალგაზრდების ცოდნის, კრიტიკული აზროვნებისა და გუნდური თანამშრომლობის უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

















