აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა (EEU) IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის გამართულ ტექნოლოგიურ მარათონს უმასპინძლა. 12 საათის განმავლობაში უფროსკლასელები მუშაობდნენ ისეთი ციფრული პროდუქტების (აპლიკაციები, ვებ-პლატფორმები, AI სერვისები) შექმნაზე, რომლებიც სასწავლო პროცესსა და ყოველდღიურობას გაამარტივებს.
მარათონის ფარგლებში მონაწილეებმა:
- გაიარეს სპეციალური ტრენინგები და კონსულტაციები გამოცდილ მენტორებთან;
- ჩაერთნენ საინტერესო ნეტვორკინგში;
- დღის ბოლოს კი საკუთარი პროექტები ჟიურის წინაშე წარადგინეს (Pitch Presentation).
ჰაკათონის გამარჯვებულმა გუნდმა – clutch- მიიღო 1000 ლარიანი ჯილდო, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცა 3 თვიანი კავეა+ გამოწერები.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებულებს და თითოეულ მონაწილეს!



























