აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ორგანიზებით არქიტექტურის მიმართულების სტუდენტებისთვის, 2026 წლის 13 ივნისს ჩატარდება შიდა საუნივერსიტეტო კლაუზურა – ვორქშოპი თემაზე – ,,საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელი“.
კლაუზურის თემატიკა დაკონკრეტდება კლაუზურის ჩატარების წინ. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის არქიტექტურის საბაკალავრო და ურბანული დაგეგმარების სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.
კონკურსის პირობები:
კლაუზურა კონკურსში გამოვლინდება გამარჯვებულები (გრანპრი – 1 გამარჯვებული, პირველი ადგილი – 1 გამარჯვებული, მეორე ადგილი – 2 გამარჯვებული, მესამე ადგილი – 3 გამარჯვებული), რომლებიც დაჯილდოვდებიან წამახალისებელი პრიზებით.
კლაუზურის კონკურსში მონაწილეობისათვის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს მოცემულ ბმულზე, 2026 წლის 8 ივნისამდე ბმულზე: https://forms.gle/TEhPZjMJt6udKG6r9


