აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) წარმომადგენლები 11-16 მაისს ვიზიტით იმყოფებოდა ათენში, პანთეონის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში, სადაც ERASMUS+ გაცვლითი პროგრამით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სწავლობენ.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაციას პანთეონის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ათენი, საბერძნეთი) წარმოადგენდა განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან აფთარაშვილი და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ასისტენტ-პროფესორი ნათია გეგელაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში EEU-ს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს პანთეონის უნივერსიტეტების ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან. მხარეები შეთანხმდნენ უნივერსიტეტების პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებასა და თანამშრომლობის დამყარების ახალი შესაძლებლობების გამოყენებაზე, ასევე შეხვედრაზე დაისახა ინსტიტუციური პარტნიორობის სამომავლო გეგმები სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განვითარების მიმართულებით. EEU-ს დელეგაციამ ასევე დაათვალიერა უნივერსიტეტის მთავარი და ახალი კამპუსი.
ვიზიტის ფარგლებში EEU-ს დელეგაციის წევრები შეხვდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში Erasmus+ მობილობის ფარგლებში ერთი სემესტრით სწავლობენ პანთეონის უნივერსიტეტში. პირადად გაეცნენ პანთეონის უნივერსიტეტში სტუდენტების სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, მათი აკადემიური თუ სოციალური ინტეგრაციის პროცესებს.
პანთეონის უნივერსიტეტში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 20 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, EEU-ს სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, გაიღრმავონ ცოდნა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება მათთვის საინტერესო აკადემიურ და პროფესიულ მიმართულებებში. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს EEU-ს საერთაშორისო ინტეგრაციის გაძლიერებას როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას.














