მიმდინარე წლის 18–22 მაისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, პავლე სახანბერიძე, Erasmus+ პროგრამის პერსონალის აკადემიური მობილობის ფარგლებში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა რუმინეთში, ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტში.
ვიზიტის ფარგლებში, პავლე სახანბერიძემ სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე: „ორგანიზაციული სტრუქტურის როლი ინოვაციებში“. მან ასევე შეხვედრა გამართა ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან.
ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 23 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, EEU-ს ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, გაიღრმავონ ცოდნა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და შეიძინონ საერთაშორისო აკადემიური და პროფესიული გამოცდილება.


