აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის, 2026-2027 აკადემიურ წელს ალექსანდრუ იოან კუზას სახელობის იაშის უნივერსიტეტში (რუმინეთი) Erasmus+ მოკლევადიანი მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის.
პროგრამა ცხადდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება EEU-სა და ალექსანდრუ იოან კუზას სახელობის იაშის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების საფუძველზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს შემდეგ მიმართულებებზე:
- ბიზნესის ადმინისტრირება;
- სამართალი;
- ფსიქოლოგია;
- საერთაშორისო ურთიერთობები;
- განათლების მეცნიერებები.
მობილობა განხორციელდება 2026-2027 აკადემიური წლის პერიოდში და მოიცავს 1 კვირას. კანდიდატს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს შემდეგი ფორმატით:
- ინგლისურენოვან კურსებზე დასწრება, ან
- შერეული ფორმატის ინტენსიურ პროგრამებში მონაწილეობა.
მობილობის დაზუსტებული თარიღი და სასწავლო კურსები გამოცხადდება მოგვიანებით.
Erasmus+ სტიპენდია მოიცავს დღიურ ხარჯს ვიზიტის განმავლობაში და მგზავრობის დაფინანსებას. თანხის ოდენობა განისაზღვრება ოფიციალური დოკუმენტებით, როგორიცაა მოწვევის წერილი და საგრანტო შეთანხმება, და ეცნობება კანდიდატს.
პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულია 1 ვაკანტური ადგილი!
კანდიდატის შერჩევა განხორციელდება ღია კონკურსის წესით.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ვადები: 05.06.2026-11.06.2026


