აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ჩართავს Coursera-ს საგანმანათლებლო კომპონენტს თავის სასწავლო პლატფორმებში, რაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მისცემს წვდომას მაღალხარისხიან ონლაინ კურსებზე, პროფესიულ სერტიფიკატებსა და გლობალურ სასწავლო რესურსებზე, რომლებიც შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კომპანიების თანამშრომლობით.
პარტნიორობა ხელს შეუწყობს სწავლებისა და სწავლის პროცესების მოდერნიზაციას, გააძლიერებს ციფრულ განათლებას უნივერსიტეტში და მხარს დაუჭერს შრომის ბაზარზე ორიენტირებული უნარების განვითარებას. ასევე, შეიქმნება დამატებითი შესაძლებლობები სტუდენტებისათვის, მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები აკადემიური სწავლის პარალელურად.












