flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • კომიტეტები
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • ერთსაფეხურიანი პროგრამები (MD)
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება და სერვისები
    • აკადემიური უნარების განვითარების ცენტრი
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • კლუბები
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაცია ტუშას უნივერსიტეტის (ვიტერბო, იტალია) პერსონალის მე-7 საერთაშორისო კვირეულზე

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) წარმომადგენლებმა Erasmus+ პროგრამის პერსონალის მობილობის ფარგლებში, 8-12 ივნისს მონაწილეობა მიიღეს ტუშას უნივერსიტეტის (University of Tuscia) მიერ ორგანიზებულ პერსონალის მე-7 საერთაშორისო კვირეულში.

ინოვაციებისა და აკადემიური თანამშრომლობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა უნივერსიტეტის 200-ზე მეტი წარმომადგენელი.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაციას ტუშას უნივერსიტეტში წარმოადგენდა იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ბაქარ მაცაბერიძე; ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი ნათია დაღელიშვილი; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, პროფესორი ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე; სასწავლო პროცესის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი ნინო ბეგიაშვილი; ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რუსუდან ჩერქეზიშვილი; უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის უფროსი მარიამ ლიკლიკაძე.

კვირეულის მთავარ საკითხებად განისაზღვრა ხელოვნური ინტელექტი, ინკლუზია და მდგრადობა უმაღლეს განათლებაში. თემატური პრეზენტაციებისა და დისკუსიების ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს აღნიშნულ მიმართულებებთან დაკავშირებულ თანამედროვე გამოწვევებზე, შესაძლებლობებსა და წარმატებულ პრაქტიკებზე. მონაწილეებმა  განიხილეს ორმაგი ხარისხის (Double Degree) პროგრამები და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები, რომლებიც პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის ქსელური აქტივობებისა და მრგვალი მაგიდის დისკუსიების ფორმატში განხორციელდა.

ვიზიტის ფარგლებში EEU-ს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან. დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებით. ამასთან, კვირეულში მონაწილე სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან კონტაქტების გაცვლისა და პროფესიული ქსელების გაფართოების გზით შეიქმნა ახალი საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები. ასევე, გაიმართა შეხვედრა ბინაციონალური სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან. შეხვედრაზე გაცვლით პროგრამაში მონაწილე EEU-ს სტუდენტებმა განიხილეს ტუშას უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება და სასწავლო პროცესის მიმდინარეობა.

ბინაციონალური სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, EEU-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლების მეორე წელი გაატარონ ტუშას უნივერსიტეტში Erasmus+ -ის დაფინანსებით და კრედიტების აღიარების საფუძველზე მიიღონ როგორც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის, ასევე ტუშას უნივერსიტეტის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მაგისტრის ხარისხი.

„სტუდფესტი 2026“: EEU-ს სტუდენტების წარმატება ფესტივალზე

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University