აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით ჩერქეზიშვილმა EEU სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო „სტუდფესტი 2026“-ის დახურვის ღონისძიებაში.
ფესტივალში 42 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20 ათასზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ „სტუდფესტის“ ფარგლებში გამართული კონკურსების გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა. მათ სამახსოვრო მედლები, თასი და ფულადი პრიზები გადაეცათ.
EEU-ს სტუდენტებმა წარმატებით იასპარეზეს ახალგაზრდულ ფესტივალში და საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
„სტუდენტური ფესტივალი 2026“ 1-ელ მაისს რუსთავში გაიხსნა და 14 ივნისს თბილისში მოხალისეობრივი გარბენით დაიხურა.
პროექტის მხარდამჭერები – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; თბილისის მერია; რუსთავის მერია; ახალგაზრდობის სააგენტო.
პროექტის ორგანიზატორი – საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს „სტუდფესტში“ წარმატებულ მონაწილეობას და უსურვებს შემდგომ წინსვლას!












