2026 წლის 17 ივნისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე გაიმართა ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ოთარ ჯაფარიძის, სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე: „მთის ტურისტული ბიზნესის განვითარების და ხელშეწყობის თანამედროვე ტენდენციები და პერსპექტივები“.
დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი მარინა მეტრეველი
სადისერტაციო ნაშრომი ეხებოდა მთის ტურისტულ ბიზნესში არსებული გამოწვევებისა და მოთხოვნების იდენტიფიცირებას. ნაშრომის ფარგლებში წარმოდგენილი იყო კვლევის ძირითადი მიგნებები, შედეგები და მათი პრაქტიკაში დანერგვის მნიშვნელობა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისათვის. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდა მთის ტურისტული ბიზნესის განვითარების კონცეპტუალური მოდელი.
საჯარო დაცვას ესწრებოდნენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს ოთარ ჯაფარიძეს სადისერტაციო ნაშრომის წარმატებით დაცვას და უსურვებს მომავალ პროფესიულ და აკადემიურ წარმატებებს!

















