განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში (NCEQE) გაიმართა შეხვედრა EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებთან. შეხვედრას უმასპინძლეს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა და დირექტორის მოადგილე ქეთევან კობახიძემ.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისათვის, ცენტრის საქმიანობის, მიღწევების, მიმდინარე და სამომავლო პროექტების გაცნობა, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე.
საინფორმაციო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი – ქეთევან აფთარაშვილი და დეკანის მოადგილე – ანი ყველაშვილი.
შეხვედრაზე ცენტრის დირექტორმა – ლაშა მარგიშვილმა და დირექტორის მოადგილემ, ქეთევან კობახიძემ სტუდენტებს გააცნეს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზნები, პრიორიტეტები, ორგანიზაციის ხედვა, მისია და ღირებულებები. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სტუდენტების უფლებები და მათი ჩართულობის სხვადასხვა ფორმები განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში.
შეხვედრამ ინტერაქტიულ ფორმატში ჩაიარა, რომლის დროსაც სტუდენტებმა მათ მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
NCEQE-ში ვიზიტმა სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, უშუალოდ გაცნობოდნენ ხარისხის განვითარების პროცესებში სტუდენტთა ჩართულობის როლსა და შესაძლებლობებს. მსგავსი პრაქტიკული შეხვედრები ხელს უწყობს ხარისხის კულტურის განვითარებასა და სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას










