აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა (EEU) IX-XII კლასების მოსწავლეებს შორის ჭადრაკის ჩემპიონატს უმასპინძლა.
ტურნირის მიზანი ახალგაზრდებში ინტელექტუალური სპორტის პოპულარიზაცია, სტრატეგიული აზროვნების, ლოგიკური მსჯელობისა და კონცენტრაციის უნარების განვითარება იყო.
ჩემპიონატი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შვეიცარიული სისტემით, 5 ტურად ჩატარდა. შეჯიბრებაში მონაწილეობა 32-მა ახალგაზრდა მოჭადრაკემ მიიღო, რომლებმაც საკუთარ შესაძლებლობები კონკურენტულ და საინტერესო გარემოში გამოსცადეს.
დაძაბული და საინტერესო პარტიების დასრულების შემდეგ, ქულათა ელექტრონული სისტემისა და სპეციალური კოეფიციენტების მიხედვით გამოვლინდნენ ჩემპიონატის გამარჯვებულები, რომლებსაც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისგან სპეციალური პრიზები – ექსკლუზიური ჭადრაკის დაფები გადაეცათ.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებულებს მიღწეულ წარმატებას და მადლობას უხდის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და პროფესიონალური თამაშისთვის.
















