flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • კომიტეტები
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • ერთსაფეხურიანი პროგრამები (MD)
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება და სერვისები
    • აკადემიური უნარების განვითარების ცენტრი
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • კლუბები
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა Coursera-სთან პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა და მონაწილეობა მიიღო FOHE 2026-ში ოქსფორდში

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა პარტნიორობის შეთანხმებას Coursera-სთან – შეერთებული შტატების გლობალურ ონლაინ სასწავლო პლატფორმასთან, რომელიც დაარსდა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორების ენდრიუ ნგისა და დაფნე კოლერის მიერ. პარტნიორობის მიზანია საერთაშორისო ციფრული სასწავლო რესურსების ინტეგრაციის ხელშეწყობა უნივერსიტეტის აკადემიურ გარემოში.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ჩართავს Coursera-ს საგანმანათლებლო კომპონენტს თავის სასწავლო პლატფორმებში, რაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მისცემს წვდომას მაღალხარისხიან ონლაინ კურსებზე, პროფესიულ სერტიფიკატებსა და გლობალურ სასწავლო რესურსებზე, რომლებიც შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კომპანიების თანამშრომლობით.

პარტნიორობა ხელს შეუწყობს სწავლებისა და სწავლის პროცესების მოდერნიზაციას, გააძლიერებს ციფრულ განათლებას უნივერსიტეტში და მხარს დაუჭერს შრომის ბაზარზე ორიენტირებული უნარების განვითარებას. ასევე, შეიქმნება დამატებითი შესაძლებლობები სტუდენტებისათვის, მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები აკადემიური სწავლის პარალელურად.

FOHE 2026 - ოქსფორდის სამიტი
შეხვედრა ოქსფორდის უნივერსიტეტის Saïd Business School-თან
FOHE 2026 - ოქსფორდის სამიტი

ამ ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო FOHE 2026-ში – მომავლის უმაღლესი განათლების სამიტში, რომელსაც 2026 წლის 3–5 ივნისს ოქსფორდის უნივერსიტეტის Saïd Business School-თან პარტნიორობით Coursera-მ უმასპინძლა. სამიტზე შეიკრიბა 24 ქვეყნის 80-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ინდუსტრიის ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაციას წარმოადგენდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით ჩერქეზიშვილი, ვიცე-რექტორი საერთაშორისო და სამეცნიერო საკითხებში, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი და ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი თამთა ლეკიშვილი.

ღონისძიების მსვლელობისას განხილულ იქნა უმაღლესი განათლების მომავალთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თემები: ციფრული ტრანსფორმაცია, სწავლება-სწავლის ინოვაციები, საერთაშორისო თანამშრომლობა, დასაქმებადობა და ტექნოლოგიების როლი საგანმანათლებლო ხარისხის გაუმჯობესებაში.

შეხვედრა ოქსფორდის უნივერსიტეტის Saïd Business School-თან

FOHE 2026-ის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს პეტი ბრაუნთან, ოქსფორდის უნივერსიტეტის Saïd Business School-ის აკრედიტებული პროგრამების ასოცირებულ დეკანთან. შეხვედრაზე განხილული იქნა მეცნიერული და კვლევითი თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და აკადემიური პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები.

Coursera-სთან პარტნიორობა და FOHE 2026-ში მონაწილეობა ასახავს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ერთგულებას ინტერნაციონალიზაციის, ციფრული ტრანსფორმაციისა და საგანმანათლებლო ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მიმართ.

edu.aris.ge
interpressnews.ge

EEU-ში მოსწავლეთა და სტუდენტთა IV ერთობლივი კონფერენცია გაიმართა: ,,ახალი თაობა ციფრული სამყაროსთვის – განათლება, ხელოვნური ინტელექტი (AI) და კიბერუსაფრთხოება”

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University