ლია ზაზაშვილი (ასოცირებული პროფესორი)
მიმართულება: ფსიქოლოგია
ლია ზაზაშვილი არის დოქტორი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მას აქვს მრავალწლიანი აკადემიური, პედაგოგიური და პროფესიული გამოცდილება უმაღლესი განათლების სფეროში.
მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ადამიანური რესურსების მართვის, პროფესიული და ორგანიზაციული განვითარების, ასევე უმაღლესი განათლების საკითხების კვლევას. ლია ზაზაშვილი არის არა-ერთი საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მომხსენებელი. მისი ნაშრომები ეძღვნება აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას, კვალიფიკაციის ამაღლების მექანიზმებს, პერსონალის სწავლებისა და განვითარების მნიშვნელობას, ასევე საჯარო სექტორში პროფესიული განვითარების თანამედროვე სისტემებს.
აკადემიური საქმიანობის პარალელურად, იგი აქტიურად მონაწილეობს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში. გავლილი აქვს არაერთი სპეციალიზებული სასწავლო კურსი ადამიანური რესურსების მართვის, სწავლება-სწავლის თანამედროვე მეთოდებისა და პრაქტიკული ართთერაპიის მიმართულებით. ასევე არის ფსიქოთერაპიისა და საერთაშორისო განათლების ცენტრის ფსიქოდინამიური მიმართულების მოდულის წამყვანი.
![]()


