ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა მონაწილეთა მეცხრე ნაკადს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ, შემეცნებით და შემოქმედებით აქტივობებში ჩაერთნენ.
მიმდინარე ნაკადის მონაწილეებს შორის იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სტუდენტები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს საბანაკე პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებში.
ხუთდღიანი პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის გაიმართა გუნდური თამაშები, სპორტული ღონისძიებები და შემოქმედებითი პროექტები. ამასთან, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე გამართულ ტრენინგებსა და შეხვედრებს მოწვეულ სტუმრებთან. სტუმრებმა ახალგაზრდებთან ერთად განიხილეს მათთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები, მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და უპასუხეს მათ შეკითხვებს.
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი ხორციელდება ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის, აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობის ზრდის, ახალგაზრდების ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით.










