აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!
გამოიყენეთ შესაძლებლობა და გახდით თქვენი ფაკულტეტის წარმომადგენელი უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში!
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!
გამოიყენეთ შესაძლებლობა და გახდით თქვენი ფაკულტეტის წარმომადგენელი უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში!
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსტიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო არის უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ეფექტურ მართვასა და განვითარებას, უნივერსიტეტის სტრატეგიული საკითხების კოლეგიური გადაწყვეტის გზით უზრუნველყოს უნივერსიტეტის მართვისა და საქმიანობის ღიაობა, გამჭვირვალობა და მასში საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობა.
წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არჩეული წევრების სტატუსით შედიან აფილირებული წამყვანი პროფესორი, პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი და სტუდენტები. საბჭოს არჩეული წევრი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრება 4-4 წევრით, უნივერსიტეტის თითოეული ფაკულტეტიდან თითო-თითო წევრი.
წარმომადგენლობითი საბჭოს აკადემიური პერსონალი წევრები აირჩევიან შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოების მიერ, რომელიც განიხილავს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის მსურველთა წარმოდგენილ დასაბუთებულ განცხადებებს. აფასებს კანდიდატების მოტივაციას და საუნივერსიტეტო სტუდენტურ ცხოვრებაში ჩართულობას. ასევე, უფლებამოსილია სურვილის შეთხვევაში გაესაუბროს კანდიდატებს.
ფაკულტეტის საბჭო სხდომაზე კენჭისყრის გზით იღებს გადაწყვეტილებას იმ კანდიდატის სასარგებლოდ, რომლის მონაწილეობასაც წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობაში მიიჩნევს პროდუქტიულად.