flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • კომიტეტები
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • ერთსაფეხურიანი პროგრამები (MD)
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება და სერვისები
    • აკადემიური უნარების განვითარების ცენტრი
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • კლუბები
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) საქართველოში პირველი უნივერსიტეტია, რომელმაც QS Stars University Ratings-ის 5 ვარსკვლავი მიიღო

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო უმაღლესი განათლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეფასების სისტემის – QS Stars University Ratigs-ის ფარგლებში 5-ვარსკვლავიანი შეფასება მოიპოვა, მიიღო სტატუსი – „Rated for Excellent“ და იმ 158 უნივერსიტეტის სიაში მოხვდა, ვინც მსოფლიოში აღნიშნული შედეგი დააფიქსირა.

QS Stars-ის მიერ განხორციელებული ინსტიტუციური და კომპლექსური შეფასება მოიცავს უნივერსიტეტების საქმიანობის, მმართველობის, სწავლების, აკადემიური კვლევების, მდგრადი განვითარების, ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო ჩართულობის, კურსდამთავრებულთა დასაქმების, სოციალური გავლენის, ინკლუზიური გარემოსა და სხვა მიმართულებებს. QS Stars უნივერსიტეტებს ადარებს არა პოზიციურად, არამედ აფასებს მათ საქმიანობას წინასწარ განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტებისა და შესრულების ინდიკატორების მიხედვით.

QS Stars-ის დამოუკიდებელი შეფასების შედეგად აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა 1000-ქულიანი შეფასების შკალიდან საერთო ჯამში 764 ქულა და 5 ვარსკვლავი მიიღო. ასევე აღსანიშნავია, რომ QS Stars University Rankings-ს მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 158 უნივერსიტეტს აქვს მოპოვებული 5-ვარსკვლავიანი შეფასება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ EEU-მ უმაღლესი – 5-ვარსკვლავიანი შეფასება, ერთდროულად შვიდ მნიშვნელოვან მიმართულებაში მოიპოვა:

  • Teaching – სწავლება;
  • Facilities – ინფრასტრუქტურა;
  • Good Governance – კარგი მმართველობა;
  • Programme Strength – პროგრამების სიძლიერე;
  • Academic Development — აკადემიური განვითარება;
  • Diversity, Equity & Inclusion – მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია;
  • Employability – დასაქმება.

QS არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 30 წელზე მეტია საქმიანობს გლობალური უმაღლესი განათლების შეფასებისა და ანალიზის მიმართულებით. სწორედ QS ადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ფართოდ გამოყენებულ უნივერსიტეტების რეიტინგს – QS World University Rankings. აღნიშნულ ორგანიზაციაში მსოფლიო რეიტინგისთვის 8 000-ზე მეტი უნივერსიტეტი ფასდება, ხოლო QS 50-დე ქვეყანაში საქმიანობს.

QS Stars University Ranting System-ის შეფასება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისთვის ისტორიული საერთაშორისო აღიარებაა და მიღებული შედეგები უკვე ოფიციალურად გამოქვეყნებულია QS-ის საერთაშორისო პლატფორმა TopUniversities-ზე.

edu.aris.ge
interpressnews.ge

გრძელდება მიღება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე!

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University