2026 წლის 3 აგვისტოს ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი პროგრამის 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე სტუდენტებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ/შემსრულებელი ელენე ზურაბიშვილი მესალმნენ, სტუდენტებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და პროფესიული განვითარების გზაზე შემდგომი წარმატებები უსურვეს.
ჰიპოკრატეს ფიცის საზეიმოდ მიღების შემდეგ ღონისძიება ქუდების აყრის და ტორტის გაჭრის საზეიმო ცერემონიით დასრულდა.
გამოსაშვებ ცერემონიას კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.










































































