flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • კომიტეტები
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • ერთსაფეხურიანი პროგრამები (MD)
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება და სერვისები
    • აკადემიური უნარების განვითარების ცენტრი
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • კლუბები
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

ზამთრის სკოლა გერმანიაში: 1st Global Winter School – From Creativity to Numbers

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) ბიზნესის მიმართულების სტუდენტებს იწვევს აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის (TH Aschaffenburg – University of Applied Sciences, გერმანია) პირველ საერთაშორისო ზამთრის სკოლაში თემაზე „International Finance and Real Estate Management”. პროგრამა ხორციელდება DAAD-ის და EEU-ს დაფინანსებით.

პროგრამის შესახებ
მნიშვნელოვანი თარიღები:
პროგრამის შესახებ

ზამთრის სკოლა ტარდება EEU-ს პარტნიორი უნივერსიტეტის TH Aschaffenburg-ის International Management სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. ეს არის ინტენსიური, პრაქტიკაზე ორიენტირებული კურსი საერთაშორისო ფინანსებსა და უძრავი ქონების მართვაში. მონაწილეები საერთაშორისო გუნდებში იმუშავებენ რეალური უძრავი ქონების ბაზაზე, შექმნიან ახალ ბიზნესკონცეფციას და მოამზადებენ მის ფინანსურ პროგნოზს (Financial Forecast).

პროგრამა მოიცავს:

  • ონლაინ შესავალ კურსს;
  • ერთკვირიან ინტენსიურ პროგრამას ადგილზე, აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსში;
  • პროექტზე ჯგუფურ მუშაობას საერთაშორისო გუნდებში;
  • საერთაშორისო ლექტორების თემატურ ლექციებს;
  • პროექტის საბოლოო ჯგუფურ პრეზენტაციას;
  • ექსკურსიებს, უძრავი ქონების პრაქტიკულ პარტნიორთან ვიზიტს, ფრანკფურტის საშობაო ბაზრობის მონახულებას და ნეთვორქინგს.

ვის შეუძლია განაცხადის შეტანა?

  • ბიზნესის მიმართულების ბაკალავრიატის III და IV კურსის სტუდენტებს;
  • ბიზნესის მიმართულების მაგისტრატურის სტუდენტებს;
  • მინიმალური GPA 3.0;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა.

მონაწილეობის პირობები და დაფინანსება

მონაწილეებისგან მოითხოვება პროექტზე აქტიური მუშაობა საერთაშორისო გუნდში და პროექტის ჯგუფური პრეზენტაცია.

  • მონაწილეობა უფასოა (DAAD-ის დაფინანსებით);
  • მგზავრობის ხარჯს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტებისათვის დააფინანსებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU);
  • მონაწილეები მიიღებენ 45 ევროს დღეში პირადი ხარჯებისთვის (მათ შორის საცხოვრებლისათვის);
  • მასპინძელი უნივერსიტეტი დამატებით უზრუნველყოფს კვებას (30 ევროს ოდენობით დღეში).

რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა?

ამ პროგრამით მიიღებ საერთაშორისო პროექტზე მუშაობის გამოცდილებას და გადაჭრი რეალურ ბიზნეს ქეისს. ასევე გაეცნობი გერმანიის ეკონომიკას, ბიზნეს გარემოსა და კულტურას და გააფართოვებ პროფესიულ კონტაქტებს. ყოველივე ეს ხდება წინა საშობაოდ გერმანიაში.

ზამთრის სკოლა TH Aschaffenburg-ისა და პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ დაგეგმილი ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ნაწილია და მომავალში მისი რეგულარულად ჩატარება იგეგმება.

მნიშვნელოვანი თარიღები:
  • თარიღი: 7–11 დეკემბერი, 2026;
  • ჩატარების ადგილი: აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტი, გერმანია;
  • ადგილების რაოდენობა: მაქსიმუმ 5 სტუდენტი;
  • განაცხადის ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი, 2026.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ იხილოთ ფორმა: https://forms.gle/7QtvpvM1i4CTcWLj7

ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი (406)
+995 32 248 01 41
t.lekishvili@eeu.edu.ge (თამთა ლეკიშვილი)

გაცვლითი პროგრამა ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი)

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University