აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) სამუშაო ვიზიტით FIBAA-ს ხარისხის მართვის ხელმძღვანელი ოლგა ლეშჩანსკაია ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორ დავით ჩერქეზიშვილთან, ვიცე-რექტორ კახაბერ ლაზარაშვილთან, ასევე უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომები და ევროპული ტენდენციები, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და FIBAA-ს შორის პარტნიორობის განვითარებასა და უნივერსიტეტის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
დისკუსიის ფარგლებში საუბარი შეეხო ციფრული განათლების (Digital Education) მნიშვნელობას თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესში, განათლების ხარისხის განვითარების ევროპულ მიდგომებს, FIBAA-ს შეფასების კრიტერიუმებსა და ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მექანიზმებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ვებინარებისა და პროფესიული განვითარების სხვა შესაძლებლობები.
ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები საფუძველს შეუქმნის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და FIBAA-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.









