აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) ბიზნესის მიმართულების სტუდენტებს იწვევს აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის (TH Aschaffenburg – University of Applied Sciences, გერმანია) პირველ საერთაშორისო ზამთრის სკოლაში თემაზე „International Finance and Real Estate Management”. პროგრამა ხორციელდება DAAD-ის და EEU-ს დაფინანსებით.


