აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, 24 ოქტომბერს, სტუდენტებისთვის კახეთში ერთდღიანი გასვლითი ტური გაიმართება.
ტურის ფარგლებში მონაწილეები მოინახულებენ ისტორიულ ძეგლებს – გრემსა და ნეკრესს. გასვლითი ტური სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ კახეთის კულტურულ მემკვიდრეობას და დღე შემეცნებით და სასიამოვნო გარემოში გაატარონ.
ტურის დეტალები:
- თარიღი: 24 ოქტომბერი;
- დრო: 09:00 საათი;
- ადგილი: EEU-ის A კამპუსი, ი. ენუქიძის ქუჩა;
- ღირებულება: 25 ლარი.
ტურის ღირებულებაში შედის ტრანსპორტირება, ფოტოგადაღება, კვება და სასმელი. ტური ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანადაფინანსებით და განკუთვნილია მხოლოდ EEU-ის სტუდენტებისთვის.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 ოქტომბერი.
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/gmuHdPx7hJvcAQEPA


