8 ოქტომბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
თამაშში EEU-ის სტუდენტები მონაწილეობდნენ და ერთმანეთს ცოდნის, ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარების გამოვლენაში შეეჯიბრნენ.
ინტელექტუალური შეჯიბრების შედეგად გამარჯვებული მეექვსე გუნდი – „Brainz“ გახდა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებულ გუნდს და მადლობას უხდის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის.
EEU მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტური ინიციატივებისა და ისეთი აქტივობების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტების ინტელექტუალურ განვითარებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მათ აქტიურ მონაწილეობას.































