კონკურსზე – „თქვენზე მორგებული უბანი – იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“ განაცხადების მიღება დაიწყო.
კონკურსის მიზანია, პრაქტიკული და საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეების მიღება, რომლებიც კონკრეტულ ურბანულ გარემოს გააუმჯობესებს – იქნება ეს ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან კავშირის გამარტივება თუ მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნა.
საკონკურსო არეალი მოიცავს თამარ მეფის, აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ქუჩებს, ასევე, – საჯარო სივრცეებს.
დეტალური ინფორმაცია და ზუსტი საკონკურსო არეალი იხილეთ თბილისის მერიის ვებგვერდზე – https://tbilisi.gov.ge/page/3353
გაგზავნეთ თქვენი იდეა ელექტრონულ ფოსტაზე: ideacompetition@tbilisi.gov.ge
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა – 2026 წლის 31 ოქტომბერი, 17:00 საათი.
კონკურსი გამოცხადდა პროექტის „მდგრადი ურბანული მობილობა თბილისში” (SUM-Tbilisi) ფარგლებში, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, გერმანიის KfW განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.


