მზად ხართ სტუდენტური სპორტის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებისთვის?!
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია წარმოგიდგენთ საქართველოს უნივერსიადა 2026-ის – სპორტული დაპირისპირების, გუნდური სულისკვეთებისა და გამარჯვებისთვის ბრძოლის ახალ სეზონს!
უნივერსიადის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ერთმანეთს სპორტის 15 სახეობაში შეეჯიბრებიან ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად და საკუთარი უნივერსიტეტის ღირსების დასაცავად.


