31 ოქტომბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და უნივერსიტეტის მხარდაჭერით, კარლ პოპერის ფორმატით დებატების ტურნირი გაიმართა.
ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობდა. მონაწილეებმა წარმოაჩინეს არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარები. დებატების ფარგლებში სტუდენტებმა ერთმანეთს საკუთარი პოზიციები გაუზიარეს, იმსჯელეს სხვადასხვა საკითხზე და არგუმენტების დამაჯერებლად წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცათ.
ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ:
- ლიზი ბანდეჯიატი
- სალომე ჩოგოვაძე
- ლიზი შუბითიძე
გამარჯვებულებს პრიზების სახით გადაეცათ სერტიფიკატები და თითოეულს – კავეას კინოთეატრის ორი ბილეთი.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს გამარჯვებულებს და მადლობას უხდის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის, საინტერესო დისკუსიებისა და საკუთარი პოზიციების დამაჯერებლად წარმოჩენისთვის.












