2026 წლის 20 ოქტომბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაციამ ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში IEF 2006 Fall მიიღო მონაწილეობა.
International Education Fair (IEF) ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიებაა, რომლის მიზანი პოტენციურ სტუდენტებთან, მათ მშობლებთან, საგანმანათლებლო სააგენტოებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან უნივერსიტეტების დაკავშირებაა.
ღონისძიებას უნივერსიტეტის ვიცე რექტორი საერთაშორისო და სამეცნიერო საკითხებში, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი, ბიზნისესა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი თამთა ლეკიშვილი და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასისტენტ-პროფესორი ელენე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. მათ დაინტერესებულ მხარეებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი და მასში მოქმედი ინგლისურენოვანი პროგრამები, უნივერსიტეტში სწავლის უპირატესობები და შესაძლებლობები გააცნეს.












