აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (3 თვის ვადით) პანთეონის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (საბერძნეთი) Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის.
გაცვლითი პროგრამა ცხადდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო კრედიტ მობილობის (International Credit Mobility –ICM) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება EEU-ს და პანთეონის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების საფუძველზე.
Erasmus+ სტიპენდია სრულად ფარავს როგორც სწავლის, ისე მგზავრობის ხარჯებს! პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია სტიპენდიების მიღება! ყოველთვიური სტიპენდიის სახით სტუდენტებისთვის განსაზღვრულია 850 ევრო, მგზავრობის ხარჯი ანაზღაურება 309 ევროს ოდენობით.


