მიმდინარე წლის 8-11 სექტემბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო განათლების ევროპის ასოციაციის (EAIE) ყოველწლიურ გამოფენასა და კონფერენციაში, რომელიც ქალაქ გლაზგოში, შოტლანდიაში გაიმართა.
EAIE 2026-ზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სტენტი Study in Georgia, რომელიც 12 ქართულ უნივერსიტეტს აერთიანებდა.
EAIE მასშტაბით პირველი საგანმანათლებლო ღონისძიებაა ევროპაში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ უნივერსიტეტები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენა საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს პარტნიორული ქსელის გაფართოებისა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისთვის.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს გამოფენაზე საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი თეონა ხაჩიძე წარმოადგენდა, რომელმაც გამოფენის მონაწილეებს გააცნო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, უპირატესობები და შეთავაზებები. გაიმართა შეხვედრები ევროპის ქვეყნების სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.
EAIE 2026-ში მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის განვითარებისა და მისი სტუდენტებისა და პერსონალისთვის ახალ შესაძლებლობების შექმნის საწინდარია. იგი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის წარმოჩენას საერთაშორისო განათლების ასპარეზზე და კარს უხსნის გლობალური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას.












